06:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 11:25:07, 419 ნახვა

პოლიტიკა
როთი - დილა მშვიდობისა, თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო! - ძვირფასო მთავრობა, შეაჩერეთ კანონი!

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როთი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეაჩეროს აღნიშნული კანონი და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღეს ხელისუფლება კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება.

„დილა მშვიდობისა, თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო!

ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტიავ, საქართველოს პარლამენტში შეაჩერეთ „უცხოელი აგენტების კანონი“!

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული კოშმარი დღეს საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება“, - აღნიშნულია როთის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics