|
2024-05-14 10:47:04, 399 ნახვა
პოლიტიკა
15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
15 მაისს, საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ისინი მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. „2024 წლის 15 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სამუშაო ვიზიტით საქართველოს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად ეწვევა. ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. 09:20–09:45 საათზე ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა გაცვლას საქართველოს რეფორმების პროცესზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებიდან, ასევე რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებით. შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და სკანდინავიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოიტანეს ერთობლივი სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის განცხადება საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)