08:21 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 18:03:39, 449 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გამოძიებას საქართველოში ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი აქვს

ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა ძალოვან სტრუქტურებთან და ყველა საკითხზე იქნება რეაგირება, იქნება ეს ძალადობა, მუქარა, ნებისმიერ ფაქტზე იქნება რეაგირება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, გამოძიებას საქართველოში ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი აქვს.

"მაგალითად, შარშან ლამის მთელი ქალაქი გადაწვეს, ძალადობის უამრავი ფაქტი იყო. მანქანები დაწვეს, ავტობუსები დაწვეს, პარლამენტი ლამის გადაწვეს, უამრავი ზიანი, მათ შორის ქონებრივი ზიანი მიადგა სახელმწიფოს და სულ ერთი კაცი იყო დაჭერილი ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე. რა თქმა უნდა, გამოძიებას აქვს სტანდარტი და საქართველოს შემთხვევაში აქვს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტი, შესაბამისად ყველა ფაქტის დადგენას სჭირდება დრო. ყველაფერი ოპერატიულად იქნება გამოძიებული",- კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics