|
2024-05-12 13:32:31, 586 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავს. ამის შესახებ პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. "ხვალ იქნება იურდიულ საკითხთა კომიტეტში მესამე მოსმენით... რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება პლენარულ სხდომაზე. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც პარლამენტმა მას პირველი და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)