|
2024-05-11 23:29:47, 463 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა
თბილისში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. ევროპის მოედანზე ათიათასობით მოქალაქე იყო შეკრებილი, მათ ძირითად მოთხოვნას კი, ხელისუფლების მიერ აღნიშნული კანონპროექტის უკან გაწვევა წარმოადგენდა. ფართომასშტაბიან აქციაზე იყო როგორც სიტყვით გამოსვლები, ასევე სხვადასხვა მუსიკალური ნომერი. "არა რუსულ კანონს! კი ევროპას", "საქართველო" - სკანდირებდნენ ევროპის მოედანზე შეკრებილები. აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებამდე მოქალაქეებმა დედაქაალქის სამი სხვადასხვა ლოკაციიდან - მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტროსადგურ "300 არაგველისა" და რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან "ევროპის მარში" გამართეს და ევროპის მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მანამდე კიდევ ერთი მსვლელობა მოეწყო "ექსპო ჯორჯიადან", საიდანაც კანონპროექტის მოწინააღმდეგე მშობლები მარშით მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც პარლამენტმა მას პირველი და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, ქვეყნის მასშტაბით, როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში, უწყეტი ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)