|
2024-05-11 19:08:57, 399 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები - განცხადებები რუსული კანონის შელამაზების შესახებ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ავრცელებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, "კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული". "ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი. კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები. პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია. საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ, ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული. საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვაგრძელებთ ერთიან წინააღმდეგობას რუსული კანონისა და რუსული რეჟიმის მიმართ",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "ახალი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "რესპუბლიკური პარტია", "ლელო საქართველოსთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)