|
2016-02-12 14:54:05, 600 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7 სხდომა ჩატარდა
სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7 სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. სხდომაზე საუბარი წარიმართა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მიმდინარეობასა და 2016 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებზე. თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ხელშეწყობაზე. მან იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საერთაშორისო და რეგიონულ სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციის მიზნით ახპორციელებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა აბრეშუმის გზის განვითარება და ამ ჭრილში პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება. მისი განცხადებით, საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მის ეფექტიან ფუნქციონირებას. საქართველოს ვიცეპრემიერმა სხდომაზე ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვის ზრდას, პროექტის მონაწილე ქვეყნების ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობას. მან ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა შეაფასა, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინებაში. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დამამთავრებელ სტადიაშია. საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების უდიდესი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სატესტო და სატვირთო მატარებლების გატარება, რაც აღნიშნულ უბანზე რკინიგზის მშენებლობის დამთავრებას ნიშნავს. ბაქო-თბილისის-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7 სხდომის დასასრულს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელებმა - დიმიტრი ქუმსიშვილმა, ზია მამედოვმა და ბინალი ილდირიმმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)