09:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 12:47:26, 321 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შანტაჟი არ არის ის, რითაც პარტნიორები უნდა საუბრობდნენ და არ ჭრის, არც ხელისუფლებაზე და არც ხალხზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენს რამდენიმე დღეში შეხვდება. როგორც ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, ჯიმ ობრაიენთან შეხვედრა ასევე დადასტურებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს.

„თემატიკაზე ვერაფერს გეტყვით, მე დადასტურებული მაქვს შეხვედრა მასთან რამდენიმე დღეში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული. თემა სავარაუდოდ უკავშირდება კანონპროექტის განხილვას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა, თუ არა, საუბარი იყოს პერსონალურ სანქციებზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ასეთი რამ არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს.

„მე არ მგონია, რომ ასეთი რამ არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს. ზოგადად, სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს შანტაჟისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ და ხალხის წინააღმდეგ. ეს დე-ფაქტო სანქცია ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიმართ უკვე მოქმედებს, მაგრამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ამ სანქციამ მისი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე. მან პრინციპული პოზიცია დაიკავა ყოველ ჯერზე, როცა ეს უკავშირდებოდა ქვეყნის ინტერესებს. მან გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნა იყო პოლიტიკაში დაბრუნება თავის დროზე - 2022 წელს, როცა ახალი დაწყებული იყო ომი და მოთხოვნა უკავშირდებოდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რაზეც უარი თქვა და გაგრძელდა შანტაჟი. დღემდე გაყინულია თანხები მის ანგარიშზე. ამიტომ, შანტაჟი არ არის ის, რითაც პარტნიორები უნდა საუბრობდნენ და შანტაჟი არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ხალხზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics