|
2024-05-10 17:39:25, 398 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით - ჰაერში ვისროლე და დავემუქრე
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს კვლავ ჩაუსაფრდნენ. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მან იარაღიდან გამაფრთხილებლად გაისროლა. "მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით. "გირჩი ტვ"-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ, ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე, პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა, ეს "მერსედესი" ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში, ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ, თუ საჭირო გახდა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ფოტომასალას აქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)