|
2024-05-10 13:33:00, 323 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლონდონში Invictus Games 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაერთიანებულ სამეფოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) ათი წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პაატა პატიაშვილმა ლონდონში ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის გაუმჯობესების, თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და „ძლიერთა თამაშების ფონდის“ შემდეგი 10 წლის განვითარების გეგმა განიხილეს. "ლონდონში ვიზიტის ფარგლებში პაატა პატიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა სასექსის ჰერცოგთან პრინც ჰარისთან, რომლის პატრონაჟითაც „ძლიერთა თამაშები" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა, Invictus Games Foundation-ისა და Fisher House Foundation-ის აღმასრულებულ დირექტორებს დომინიკ რიდს და კენ ფიშერს. ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო პერსპექტივებზე, პარასპორტის განვითარებაში ხელშეწყობასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სპორტული აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მხარდაჭერა წარმოადგენს, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები „ძლიერთ თამაშებში“ 2014 წლიდან სისტემატიურად იღებენ მონაწილეობას, რაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)