|
2016-02-12 13:56:51, 2063 ნახვა
რეგიონი
კოკში ახალი სატრანსპორტო ხიდი შენდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მდინარე ენგურის შენაკადზე ხიდ ბოგირი ამორტიზირებული იყო, ბეტონის ფილა სიძველისა და წყალდიდობის გამო დაზიანდა და ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ახალი ხიდ–ბოგირის მოცულობა 9 მეტრს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, მონოლითური რკინა ბეტონის ხიდის მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება კი 29.735 ლარს შეადგენს. აღნიშნული ხიდი კოკისა და ორასნტიის მოსახლეობას სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს. ხიდ–ბოგირის მშენებლობა თებერვლის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ მოინახულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)