|
2024-05-09 16:14:48, 776 ნახვა
რეგიონი
კასპის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალი გვირგვინით შეამკო
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1941-1945 წლების აღმნიშვნელი მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. „მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1941-1945 წლების აღმნიშვნელი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების შემდეგ, სოფელ ახალქალაქში ომის ვეტერანს, 100 წლის შალვა გოჩიტაშვილს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ შალვა გოჩიტაშვილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარით დაასაჩუქრა. ვეტერანთა საქმეთა სამსახურის უფროსმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა ომის ვეტერანს, ვეტერანთა საქმეთა სამსახურის საჩუქრები გადასცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)