|
2024-05-09 15:08:52, 461 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, ივანიშვილის მარცხით დასრულდება
რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით და ეს გარდაუვალია,- ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმას. ბოკუჩავას განცხადებით, "ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა". "გუშინ ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება თავს დაესხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე გუშინ, ასევე საკუთარ სახლთან, თავს დაესხნენ გია ჯაფარიძეს, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორს და აქტივისტს. დიმასაც და გიასაც აღენიშნებათ დაზიანებები. დიმას აქვს სახის ძვლების მოტეხილობები და მძიმე დაზიანებები თავის არეში. ეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირა გავიდა უმოწყალოდ ცემის ფაქტის შემდეგ, რომელსაც უშუალოდ ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები ივანიშვილის დავალებით და უშუალოდ ახორციელებდნენ ამ თავდასხმას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ. ნაცემია ათეულობით ახალგაზრდა და აქტივისტი, უკანონოდ აკავებენ ახალგაზრდებს. შსს დღევანდელ ბრიფინგზეც, როდესაც უნდა საუბრობდეს იმაზე, თუ როგორ დაისჯებიან მოძალადეები, კვლავ აანონსებს რეპრესიებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. პარალელურად, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ურეკავდნენ ხან დაფარული ნომრებით და ხან ღია ნომრებით, ურეკავდნენ მათ ოჯახის წევრებს, მათ მცირეწლოვან შვილებს და კონკრეტულად მათი საცხოვრებელი სახლების მისამართებზე აპელირებით ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა. ეს არის საზოგადოებაში მასობრივი ტერორის დათესვის მცდელობა საზოგადოების დაშინების, გაჩუმების და გაჩერების მიზნით. რუსული კანონის და რუსეთისკენ აღებული გეზის დასაცავად რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით, ეს გარდაუვალია. საზოგადოებაში გაიზრდება არა შიში, არამედ ურთიერთსოლიდარობა და რწმენა, რომ რუსული მთავრობა აუცილებლად ერთიანი ძალებით უნდა მოვაშოროთ. ამაში დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს, მაგრამ ერთი მინდა, იცოდეს თითოეულმა მოძალადემ, თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მონაწილეობს ამ ძალადობაში აქტივისტების თუ ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დაქირავებული მაგინებლების წინააღმდეგაც მინდა რომ ვთქვა, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება, ეს გარდაუვალია, ეს ვიცით ყველამ, ამას ხედავენ საქართველოში საერთაშორისო მეგობრები, ამას ხედავენ ის ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ საქართველოს მომავალს ყოველდღე რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლება შეიცვლება და თითოეულ თქვენგანს მოუწევს პასუხის გაცემა დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე",- აცხადებს ბოკუჩავა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს პროცესებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს. "მივმართავ სახალხო დამცველს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, ასევე მივმართავ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომ ახალ ნამდვილად მოქმედების დროა იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ საქართველოს ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანი და რაც მთავარია, მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს - ზუსტად ვიცი, თქვენ ვერაფერი შეგაშინებთ და მინდა იცოდეთ,რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვარ - გვერდში გვიგულეთ ამ საერთო ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად თქვენი გამარჯვებით დასრულდება",- აცხადებს ბოკუჩავა.
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)