|
2024-05-08 13:08:28, 447 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - აუცილებელია, შესრულდეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და გამოძიებამ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი შეაფასოს
აუცილებელია, შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი,- ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა 2019 წლის 20-21 ივნისს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შეკრების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენებისა და მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიების გამო. https://shorturl.at/iuwP1 საგულისხმოა, რომ ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს. სასამართლოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისსა და 2020 წლის მარტში გაუსვა ხაზი საგამოძიებო ორგანოების მიერ მოვლენების სისტემური ანალიზის ჩატარების აუცილებლობას, ჯერჯერობით ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა; არ მომზადებულა არც ოფიციალური ანგარიში, მოვლენების დეტალური ქრონოლოგიის, აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების აღწერის შესახებ - მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის. სახალხო დამცველის მკაფიო რეკომენდაციების მიუხედავად, სათანადოდ არ განხილულა და არ შეფასებულა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ევროპულმა სასამართლომ ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალდებულებაზე - ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი იყოს არასათანადო მოპყრობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების იდენტიფიცირების შესაძლებლობა. (საუბარია ნიღბიანი პოლიციელების თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნებზე). რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტს, ამ ეტაპზე ევროპულმა სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან, იმ მიზეზით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ღიად დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი”, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს 153 600 ევროს გადახდა დააკისრა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)