|
2024-05-07 22:02:28, 325 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი - შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მთავარი დამფინანსებელია და წელიწადში 1 000 000 ლარს აძლევს
წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც ულტიმატუმს წაუყენებს შვედეთის პარლამენტს, რომ მან მთავრობა გადააყენოს და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ამ ორგანიზაციას ჰქონდეს ვეტოს უფლება, ხოლო ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში წალეკვით დაემუქრება, - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრის იოჰან ფორსელის განცხადებას იმის შესახებ, რომ შეშფოთებულია „გამჭვირვალობის კანონპროექტით“. მარიამ ლაშხის თქმით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა. „წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობა შვედეთში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც; შვედეთის ხელისუფლებას არაერთხელ რომ მიეთითებინა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანად ეხარჯა ფული შვედეთში, არ წაეხალისებინა დეზინფორმაცია და რადიკალიზმი და საქართველოს ხელისუფლებას ამაზე ნული რეაგირება ჰქონოდა. როგორ ფიქრობთ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრი ასეთ ორგანიზაციას შვედურ სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო საქართველოს მთავრობას მეგობარს უწოდებდა? არადა საქართველოში ეს ხდება. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მთავარი დამფინანსებელია და წლიწადში 1 000 000 ლარს აძლევს. სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ფულის ხარჯვას არ უდგებიან პასუხისმგებლიანად, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა“, - წერს მარიამ ლაშხი "ფეისბუქზე".
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)