|
2024-05-04 10:55:33, 467 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისს ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა მასაცუგუ ასაკავას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "აღინიშნა ADB-ის განსაკუთრებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და განათლების სფეროებში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ითქვა, რომ საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგია (CPS) მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურულ რეფორმებს და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. საუბარი შეეხო მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 16 აქტიური საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)