|
2024-05-02 15:43:20, 366 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „ტყის სამშვიდობო ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“ მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამხრეთ კავკასიაში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ტყის მდგრადი მართვის და მიწის დეგრადაციის პრობლემების გადაჭრის საკითხებზე გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. მინისტრის მოადგილემ რეგიონალური კოორდინაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გლობალური პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ერთიანი ძალით არის შესაძლებელი. „პროექტის „ტყის სამშვიდობო ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში კოორდინირებულ მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთი თანამშრომლობა არის ერთადერთი გზა, მაქსიმალურად სწრაფად დავძლიოთ ის გამოწვევები და სირთულეები, რაც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. ტყის აღდგენა და მდგრადი მართვა ნიადაგის ეროზიის და კატასტროფის რისკის შემცირებას უწყობს ხელს, ასევე, მთელ რიგ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის. აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერით, ხელი შეეწყობა რეგიონულ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე მიწის დეგრადაციის შემცირებას და ტყის მდგრად მართვას“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. „ტყის სამშვიდობო ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“ უნიკალური გლობალური ინიციატივაა, რომელიც პოსტკონფლიქტურ რეგიონებში, დეგრადირებული მიწების და ტყეების აღდგენის გზით, მშვიდობის და ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ინიციატივას 2024 წელს შეუერთდნენ და მას გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენცია (UNCCD), კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), მსოფლიო ბანკი, კორეის სატყეო სამსახური (KFS) და გლობალური პარტნიორობა მდგრადი ლანდშაფტისთვის (PROGREEN) ახორციელებს. „აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საზღვრისპირა ნდობის ჩამოყალიბებას, მოკავშირეებს შორის კოორდინაციას, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდას, საერთო ბუნებრივი რესურსების მართვის ერთობლივი გეგმის შემუშავებას, რაც კლიმატის ცვლილებებისადმი ადგილობრივი თემების მდგრადობას უზრუნველყოფს. ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რაც საზოგადოების და ეკონომიკის მდგრად განვითარებას უშლის ხელს“, - აღნიშნა UNCCD-ის გლობალური მექანიზმის პროგრამის მართვის ოფიცერმა უტჩანგ კანგმა. სამუშაო შეხვედრა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მხარეები მიწის მდგრადი მართვის და აღდგენის შესახებ რეგიონული კონცეფციის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას შეიმუშავებენ. შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სომხეთის გარემოს სამინისტროს, აზერბაიჯანის ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, UNDCCP-ის, კორეის სატყეო სამსახურის, მსოფლიო ბანკის და REC Caucasus-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)