19:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 14:41:10, 404 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მშვიდობიანი აქცია ნიღაბია, მთავარი ამოცანა რევოლუციური სცენარის განხორციელებაა

მშვიდობიანი აქცია ეს არის უბრალოდ ნიღაბი, შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ  მთავარი ამოცანა არის რევოლუციური სცენარის განხორციელება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეების ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, დღეს არ არის "საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის დროინდელი ან სააკაშვილის ხელისუფლება - სხვა მოცემულობაა".

"შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის რადიკალიზმი და რევოლუციური სცენარის განხორციელება ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს არ არის საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის დროინდელი ან სააკაშვილის ხელისუფლება. 2024 წელია და გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა. ამის შეფასებას რომ ვერ აკეთებენ, ეს ცალკე უბედურება და ცალკე უდიდესი პრობლემაა. 

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, გააპროტესტოს, დააფიქსიროს  თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 30 აპრილსა და 1-ელი მაისის ღამეს, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბიეს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს. დაკავებულია აქციის 63 მონაწილე.

თავის მხრივ შსს აცხადებს, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - "აქციის მონაწილეები უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს - ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics