18:23 - 22 Jul, 2026
|
2024-05-01 14:52:03, 731 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ იძულებით გადაადგილებულ 376 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 376 ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში სააღდგომო ნობათი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მეტეხის და თელიანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილთა ოჯახებს შეხვდნენ, სააღდგომო ნობათი მიუტანეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)