23:18 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 13:38:47, 326 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერია მოსწავლეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სასკოლო ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ჩართულობით, რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის მარშრუტები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება, რათა მათ საავტობუსო ზოლებში მოძრაობა შეძლონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, საუბარია მოსწავლეების რეგულარული ტრანსპორტირების მიზნით, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

„თბილისის მერიის ინიციატივითა და დედაქალაქის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლითაც სკოლის ავტობუსებს - M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ. ჩვენ უკვე მოვუწოდეთ სკოლებს, რომელთაც აქვთ სურვილი, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ. შემოსულია რამდენიმე სკოლიდან წერილი. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ამ ყველაფერს საკრებულოში გადავაგზავნით, შემდეგ კი ამ სასკოლო ავტობუსებზე კონკრეტული მითითებები გაიცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, დადგენილია კონკრეტული მოთხოვნები, რაც სკოლებმა საავტობუსო ზოლში გადაადგილებისთვის უნდა გაითვალისწინონ. 

„აღნიშნული მარშრუტები მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებს, სადაც, დამტკიცების შემდეგ, სასკოლო ავტობუსები გადაადგილდებიან ყოველდღიურად, გარდა უქმე დღეებისა და შაბათ-კვირისა. სასკოლო ტრანსპორტი უნდა გაჩერდეს მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე.  ამასთან, გაჩერების დრო არ უნდა აღემატებოდეს ერთ წუთს. მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული დროა 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00-დან 18:00 საათამდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics