00:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 12:07:59, 324 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს კომპონენტს ადამიანის პაპილომა ვირუსის HPV ტესტირება დაემატა

თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის საშვილოსნოს ყელის კიბოს კომპონენტს ადამიანის პაპილომა ვირუსის  (HPV) ტესტირება დაემატა. აღნიშნული სიახლის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულ მომსახურებას დედაქალაქში რეგისტრირებული 30-დან 60 წლის ქალები უფასოდ მიიღებენ. 

„ჩვენ ახალი პროგრამის დანერგვა დავიწყეთ. HPV ტესტირება, მერიის პროგრამის ფარგლებში, „ეროვნულ სკრინინგ ცენტრში“ სრულად დაფინანსდება და დედაქალაქში რეგისტრირებული 30-დან 60 წლის ქალები, მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.  საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც HPV ტესტირებაზე გადავიდა. HPV მაღალტექნოლოგიური, ინფორმატიული და ზუსტი ტესტია, რომლის საშუალებით, მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის გამოვლენა ხდება. ტესტირების ახალი მოდელი, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას იძლევა, რომ სწორად მოხდეს მისი მართვა-მკურნალობა და მეტ ქალს შეუნარჩუნდეს სიცოცხლე. საბოლოო ჯამში კი, ეს საქართველოში კიბოს ავადობის მაჩვენებლებზე აისახება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროცესი დაიწყო, რაც 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.

„აღნიშნული ორგანიზაციის რეკომენდაციით, სკრინინგისა და დიაგნოსტიკის საერთაშორისო გზამკვლევის გათვალისწინებით, 30-დან 60 წლის ქალებში PAP ტესტირება HPV-ით უნდა ჩანაცვლდეს. მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics