12:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 18:09:50, 449 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზაზე

საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზაზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო ერთგულად მიჰყვება რეფორმების განხორციელების ამბიციურ გზას, რის შედეგადაც მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს.

"მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები", - განაცხადა სტოლტენბერგმა. თუმცა მისივე თქმით, უმნიშვნელოვანეს სფეროებში, მათ შორის სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ყველა მოკავშირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს, მისი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეგახსენებთ, რომ ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.

"საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და რუსეთი კვლავ განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას. მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics