00:08 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-28 19:11:18, 343 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, ერთმა ქართველმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს - დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა

ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამერიკიდან შემოსული დაფინანსების მხოლოდ პოზიტიური მხარეა ცნობილი საზოგადოებისთვის, ხოლო ათეულობით მილიონი სად იხარჯება, უცნობია. 

„ჩვენ ვიცით  კარგი რაღაცები, მხოლოდ პოზიტიური მხარე ვიცით ამ ყველაფრის და ვიცით, რომ სადღაც ვიღაც დაატრენინგეს სოფლის მეურნეობაში, სადღაც რაღაცა კულტურულ მემკვიდრეობაში. დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა. აქ ვიცით, ძალიან კარგი,  რაღაც ნაწილი სად წავიდა, მაგრამ ასევე ათეულობით მილიონი არ ვიცით სად მიდის. თქვენ ისეთი პოზიცია გიჭირავთ, რომ არ გამაგონოთ რაში დაიხარჯა ეს ფული სად მიდისო, ამაზე აქციებს ატარებთ და ამის გამო რუსულს ეძახით „გამჭვირვალობის კანონს“. არ გაინტერესებთ ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის? - აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics