20:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 13:35:29, 346 ნახვა

სამართალი
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 1988 წელს დაბადებული მ.მ. და 2000 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლასაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.მ. და ზ.მ, ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics