04:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 14:51:40, 567 ნახვა

საზოგადოება
121-ე საბავშვო ბაღს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა

ვაზისუბნის დასახლების I მკ/რნ-ში მდებარე 121-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური   სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები დასრულდა და 8 თებერვლიდან  სწავლა  ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

განახლებული ბაგა-ბაღი დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ, ისნის რაიონის გამგებელმა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აბუსერიძემ დაათვალიერეს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სამუშაოები მოიცავდა  წყალგაყვანილობა-საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას, ელექტრომომარაგების რეაბილიტაციას, შიდა სარემონტო სამუშაობს, სააღმზრდელო ოთახების შიდა სივრცეებისა და ასევე, სპორტულ-გასართობი დარბაზის მოწყობას.

გარდა ამისა, 121-ე  ბაღს, რომელშიც ამჟამად 470-მდე ბავშვი ირიცხება, კიდევ ერთი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა.  აუთვისებელი ფართის გარემონტებისა და აღჭურვის შედეგად   განახლებულ შენობაში დამატებით  35 ბავშვმა დაიწყო  სააღმზრდელო პროცესი.

„ამ საბავშვო ბაგა-ბაღში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. გამოვაცხადეთ ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე და დღეს უკვე ჩვენს პატარებს  ასეთ ლამაზ გარემოში უწევთ ყოფნა. დარჩენილია გარე ფასადის მოწესრიგება და ზაფხულში ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. აღსანიშნავია, რომ შარშან დედაქალაქის 125 საბავშვო ბაღი გავარემონტეთ“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ.  

სარემონტო -სარეკონტრუქციო  სამუშაოების ღირებულებამ  250 000 ლარი შეადგინა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით სარემონტო სამუშაოები კიდევ ოცამდე ბაღში ჩატარდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics