21:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 16:44:27, 367 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახური - 3 თვის განმავლობაში უაქციზო საქონლის შენახვა/გადაზიდვის 271 ფაქტი გამოვლინდა

2024 წლის პირველ კვარტალში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 271 ფაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ შეადგინა 27 527 კოლოფი სიგარეტი და 160 კილოგრამი ასაწონი თუთუნი.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, საქმის მასალები, სადაც გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics