06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 15:33:11, 281 ნახვა

საზოგადოება
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში კომპანიამ Green Studio გაიმარჯვა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია Green Studio-მ გაიმარჯვა.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ელექტრონულ კონკურსში 18 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიის წევრებმა არჩევანი Green Studio-ზე შეაჩერეს.

დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის წინადადების წარმოსადგენად 45-დღიანი ვადა მიეცათ.  

"მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ კიდევ ერთი ახალი დიდი პროექტის განხორციელებას. მესტიის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ თანამედროვე ექსტერიერისა და ინტერიერის მქონე შენობის კონცეპტ დიზაინი წარმოგვიდგინა. რაც მიგვაჩნია, რომ სრულად შეესაბამება ადგილობრივ ლანდშაპტსა და მეტეოროლოგიურ პირობებს. ტერმინალი საათში 100 მგზავრის მომსახურებაზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში Green Studio წარმოგვიდგენს ტერმინალის არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო დოკუმენტაციას",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კონცეპტ დიზაინის მიხედვით, ახალი ტერმინალის ჭერში მოეწყობა ე.წ. სქაილაითები, რომელიც დარბაზის ინტერიერის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. 

კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ კონკურსანტებს პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ.

ამასთანავე,  გამოცდილების ნაწილში მთავარი მოთხოვნა იყო პრეტენდენტს მომზადებული ჰქონოდა  მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics