|
2024-04-21 17:49:52, 461 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ფიცს დებენ - „ენა, მამული და ერთობა“-ო - რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი
ნახეთ, რა ლოზუნგი შემოაქვთ - "ენა, მამული და ერთობა"-ო - ფიცს დებენ. ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი,- ასე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი. როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას თქვა, სურს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარე იყოს, თუმცა "ეს ბევრს არ უნდა". "როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ძალიან ბევრი დღეს, თუნდაც ოპოზიციაში რომ არის, ძალიან განიცდიდა საბჭოთა კავშირის დანგრევას იმიტომ, რომ პარტიული თანამდებობები უუქმდებოდათ, კომკავშირული თანამდებობები უუქმდებოდათ, მაგრამ ერთი რამე დაიჭირეს მაშინ - პიჯაკები ჩაიცვეს, შარვალ-კოსტუმები ჩაიცვეს, ინგლისური ენის ცოდნითა და ჰალსტუხებით გავიდნენ დასავლეთში და გახდნენ უცებ დასავლეთელები. მე ვიტყოდი, მედასავლეთეები გახდნენ, თორემ საბჭოთა კავშირის დროს რას აკეთებდნენ და საქართველოს რა დღეში აყენებდნენ, თვითონ გაიხსენონ და ძალიან ბევრია ამის მომსწრე. და ხდება რა? ვინ და ვინ დგას ხომ?... არის "ნაციონალური მოძრაობა" და სხვადასხვა პარტიები შექმნილი და მოდი, ვილაპარაკოთ "ნაციონალურ მოძრაობაზე", ქართული პარტია თუ არის, თუ ვინ არის. "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობამ ჩვენი სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გაყიდვა მოასწრო. შემდეგ იყო 2008 წელი, 5 დღე არ დასჭირდა და უცებ კაპიტულაციაზე ხელი მოუწერა მაშინდელმა ვაი-საქართველოს-პრეზიდენტმა - დღესაც ხედავთ, როგორი ვაჟკაცია - ხან ნეკნებს გვაჩვენებს, ხან რას გვაჩვენებს. ომი რომ დამთავრდა, ერთი ნაწილი საქართველოსი რუსებს გადასცა, მეორე ნაწილი სხვებს გადასცა... შე დალოცვილო, არა რუსეთსო რომ იძახი, კანონი თუ რუსეთია, ამ რუსების გვერდით რა გინდა? “ნაციონალურ მოძრაობაზე" და მის სატელიტებზე ვლაპარაკობ... აბა, გადახედეთ, რა გააკეთეს ქართული... საპროტესტო მუხტი რომ არ გაჩერდეს, სანამ შემდეგი რამე იქნება, მე ერთს ვიტყვი, რომ მშვიდობა და სიწყნარე მინდა ქვეყანაში. სიმშვიდე და სიწყნარე იმის ფასად, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ქართველებს საუკეთესო გვქონდეს. ბევრს ეს არ უნდა და ხდება რა, მიდიან, მოგზაურობენ, ჩადიან გმირთა მოედანზე და ფიცს დებენ, რომ იბრძოლებენ საქართველოსთვის. ნახეთ, რა ლოზუნგი შემოაქვთ - "ენა, მამული და ერთობა"-ო - ფიცს დებენ. ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი",- ამბობს მეუფე იაკობი.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)