10:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-21 11:17:27, 517 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ-ის მხარდაჭერას გამოვიყენებთ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს

ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას.

ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ მივიღეთ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება - აშში-ის მხარდაჭერის პაკეტი, რომლისთვისაც ჩვენ ასე ვიბრძოდით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც იგრძნობენ როგორც ჩვენი მეომრები ფრონტის ხაზზე, ასევე ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც განიცდიან რუსული ტერორს...

მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს",- აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics