|
2024-04-18 21:15:14, 741 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ -პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი თემაზე „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მოეწყო. "შეხვედრაზე აღმზრდელ პედაგოგებმა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია - გარემოსდაცვითი განათლება ადრეულ ასაკში, სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება, აღმზრდელის როლი გარემოსდაცვითი განათლების უზრუნველყოფის პროცესში, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ადმინისტრაციისა და მშობლების ჩართულობა და სხვა. შეხვედრის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს თემატური ლიტერატურა და სერთიფიკატები გადაეცათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)