|
2024-04-18 17:29:32, 732 ნახვა
რეგიონი
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
"ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა" პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საკონკურსო კომისიამ საინფორმაციო შეხვედრები მახუნცეთის და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე გამართა. "საინფორმაციო შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. განცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 24 მაისამდე გაგრძელდება. ბიზნესიდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: https://we.tl/t-QVmOg7Yoyv. შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად განხორციელდება. მოქალაქეებს ასევე, ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. პროგრამის ბიუჯეტი 45 000 ლარს შეადგენს",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)