08:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 15:37:55, 297 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ, დეკლარაციას შეავსებენ თუ არა ნინო ლომჯარია და გიგაური - ლამის არის, ტყვია გესროლონ რომ შეეძლოთ, არ მოუკლავთ თუ რა?

დეკლარაციის შევსებაზეა ბოლოსდაბოლოს ლაპარაკი. ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ - დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია ან გიგაური, ვხოცავთ ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, "მკვლელები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ დაეცა პროტესტის მონაწილე, ამავე დროს, არაფერს ამბობენ სამართალდამცველზე, რომელსაც აგური მოხვდა სახეში". 

"დეკლარაციის შევსებაზეა ბოლოსდაბოლოს ლაპარაკი. ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ - დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია ან გიგაური, ვხოცავთ ერთმანეთს. ლამის არის, ტყვია გესროლონ რომ შეეძლოთ, არ მოუკლავთ თუ რა? მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო - ცუდი დასანახია რაღაცები; პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ. სახეში აგური რატომ მოხვდაო რომელიმემ ახსენა? ჩვენი მხარდაჭერა მთლიანი, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას!"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics