|
2024-04-16 00:19:15, 396 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
მთელ ქვეყანას მოვუწოდებ, იმ ასეულობით ადამიანს, რომელმაც მომწერა „რა ვუყოთ?“ - რა უნდა უყოთ, დაანებეთ თავი. მაგათ უნდათ ახლა, რომ მაგაზე იყოს თავდასხმა, მაგათ უნდათ, რომ რაღაცა მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი. ყველას ვთხოვ, ვინც კი მომისმენს და მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებაში არ გამოიყენოს. ის რომ ტუტუცია და არაკაცია, ამის გარდა ტვინი არ აქვს თავში და მაგდენსაც ვერ ხვდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ალეკო ელისაშვილის თაობაზე განაცხადა. მდინარაძის თქმით, ახლა არის საფრთხე, რომ ალეკო ელისაშვილი ვიღაცამ ამოირჩიოს სამიზნედ და მოუწოდებს მას თავს გაუფრთხილდეს, რათა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვინმემ. „იმ სიბინძურეს, იმ არაკაცობას რაც დღეს აქ ვნახეთ, ჩვენ კაცები ვართ და ქართველები ვართ და შინაგან კულტურასთან ერთად სხვანაირად გვიჩქეფს სისხლი, ამასაც პასუხი გაეცემა, ოღონდ თავს გაუფრთხილდეს ყველა, მუქარად არ ჩათვალოს ვიღაცამ, მართლა მინდა ეს განცხადება გავაკეთო, იმდენი ცუდი რაღაც ხდება, რომ თავს გაუფრთხილდეს ყველა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვიღაცამ. ახლა არის საფრთხე, არაერთმა მომწერა და მითხრა ეს ამბავი. ახლა არის საფრთხე, რომ ვიღაცამ ობიექტად ამოარჩიოს, თავს გაუფრთხილდეს, რომ ვიღაცამ არ ამოირჩიოს სამიზნედ, თორემ მე წავცხებ ერთს, როცა იქნება კისერში და დამთავრდება მაგით შეიძლება ყველაფერი და გულში ჩადება შეიძლება არ ვიცოდე რაღაცების, იმ არაკაცობისთვის, მაგრამ სამიზნედ არ ამოირჩიოს ვიღაცამ ვიღაცა და მერე ამ სიბინძურეშიც არ გაეხვიოთ ენჯეო სექტორი დამიჯერეთ წინასწარ გეუბნებით. მე პრევენციისთვის ვაკეთებ გულწრფელად ამ განცხადებას“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)