|
2024-04-15 16:53:28, 682 ნახვა
რეგიონი
ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სოფელ ზესოფლში, სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი თენგიზ გათენაძე ადგილზე გაეცნენ. „პროექტის ფარგლებში, არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ფერდსამაგრი კედელი, სექციური ღობე, მაყურებელთათვის განკუთვნილი ტრიბუნები, განათება და ხელოვნური მინდვრის საფარი. ასევე, პროექტის ფარგლებში სპორტული მოედნის მიმდებარედ მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და ფანჩატური. აღნიშნული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 239 702 ლარია გამოყოფილი”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)