10:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 10:35:45, 289 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა

ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაწესებულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად, ოფიციალურად გახსნა.

“მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული ოფისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ  გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით,

ყველა სახის დარღვევაზე, დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება.

შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ფილიალში, 20-მდე პირია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას.

შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ოფისის გახსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics