2024-04-14 11:09:29, 445 ნახვა
მსოფლიო
CNN: აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე შესაძლო თავდასხმაში
ისრაელის ტერიტორიაზე ირანის საჰაერო თავდასხმის შემდეგ ექსპერტები ცდილობენ წინასწარ განსაზღვრონ, როგორი იქნება ისრაელის პასუხი.
CNN-ის ცნობით, რომელიც მოჰყავს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ჯო ბაიდენმა უთხრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ვაშინგტონი არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე შესაძლო საპასუხო თავდასხმაში.
იმავდროულად, ისრაელის უსახელო ოფიციალურმა წარმომადგენელმა New York Times-ს განუცხადა, რომ ისრაელის პასუხი იქნება "კოორდინირებული მოკავშირეებთან".
მანამდე ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარა ისრაელს ჩამოეგდო „ფაქტობრივად ყველა“ იმ 300 თვითმფრინავიდან და რაკეტიდან, რომლებიც ირანმა მის ტერიტორიაზე კვირას ღამით ესროლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,