|
2024-04-13 14:44:52, 352 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა
ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ დეპუტატებს 2023 წელს განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გასვლითი სხდომის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან. თენგიზ ნასარიძის განცხადებით, დარგის წარმომადგენელთან აქტიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ოპერატიულად მოხდეს საჭიროებებზე რეაგირება. „სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომლითაც ათეულ ათასობით ბენეფიციარი სარგებლობს. ამ მხარდაჭერის შედეგია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აგრარულმა კომიტეტმა, რომელსაც სოფლის განვითრების სააგენტოს 2023 წლის დეტალური ანგარიში წარედგინა, სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ. აგრარული კომიტეტის წევრებმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიების, შპს „ფუდ ალიანსის“ პურ-ფუნთუშეულის საწარმო და შპს „ქანდა აგრილჩარის“ გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, კომიტეტი აგრძელებს რეგიონებში გასვლით შეხვედრებს. „მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონში არსებული ის პრობლემები, რაც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას. აგრარულ საკითხთა კომიტეტი იქნება შუამავალი ამ საკითხების გადაწყვეტაში მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან“,- აღნიშნა გელა სამხარაულმა. მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან. არსებობს საკითხი, რომლებზეც მომავალშიც გაგრძელდება სამუშაოები და ამ რეჟიმში შეხვედრები, რათა მოსახლეობა კიდევ უფრო კარგად იყოს ინფორმირებული იმ პროექტების და პროგრამების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს.
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)