21:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-13 14:22:56, 368 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით  100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.  

"სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 10 აპრილს  დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (გამოძალვა, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics