12:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 15:51:03, 364 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი - რუსეთი აგრძელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს - ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ

რუსეთი აგრძელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს. ეს ეხება არა მარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცის თქმით, გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით.

„მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის.  გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც  მხარს დავუჭერთ.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აგრძელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს. ეს ეხება არა მარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავუსვათ ამას ხაზი. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას. გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიებს, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ  სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა",- განაცხადა შოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics