01:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 11:42:06, 448 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: კეზერაშვილისა და ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, უცხოეთში გაგზავნეს სასწავლებლად, რაც სირცხვილია

"თავდაცვის სამინისტროში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

"წლების განმავლობაში თქვენს უწყებაში ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, დაწყებული კეზერაშვილიდან დ ახალაიათი, ვინ არა, რომელი ერთი ვთქვა, წლების განმავლობაში მათი კდრების შენახვა დაწინაურება ხდებოდა. როცა თქვენ   მიხვედით სამინისტროში, ამის ცვლილებები დაიწყეთ.წორედ ამიტომ არის ამხელა აგრესია "ნაციონალებისგან" და ასევე, ჩვენი კოალიციის ყოფილი წევრებისგან",-მიმართა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს.

მისივე განმარტებით, კეზერაშვილისა და ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, არამედ სასწავლებლად უცხოეთში გაგზავნეს.

"კეზერაშვილისა და ახალაიას გუნდის წევრები  არათუ დააწინაურეს,  უცხოეთში გაგზავნეს სასწავლებლად.ეს არის სირცვხილი და ამაზე უნდა ილაპარაკოს მოსახლეობამ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics