|
2024-04-11 13:37:37, 397 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არ არის ამერიკული - მართალი თქვა, გაცილებით ლოიალური ვერსიაა
აშშ-ის ელჩმა გაგვაკრიტიკა გუშინ და თქვა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი და მართალი თქვა. შარშან ორი კანონიდან ერთი იყო პირდაპირი თარგმანი და ამას რუსული დაარქვეს და ეს არის გაცილებით ლოიალური ვერსია, არამკაცრი, სადაც ვალდებულება მხოლოდ დარეგისტრირებაში და დეკლარაციის შევსებაშია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება მადლიერებას გამოხატავს ამერიკის მოქმედი ელჩის მიმართ, რადგან „მისი განწყობა და დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა არის". „ჩვენ ერთი წელი მოვუნდით იმას, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან სიტყვა რუსული ამოვარდნილიყო, არ ვლაპარაკობ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე, ლობიზმში. ახლა თურმე ევროკავშირთან შეუსაბამო არის ის კანონი, რომლის მსგავსი კანონმდებლობა, კიდევ უფრო მკაცრი ევროკავშირშია დაინიციირებული ევროკომისიის დირექტივის სახით. ასევე გაცილებით მკაცრი კანონი ქვედა პალატამ უკვე მიიღო საფრანგეთში და მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოქმედებს სხვა ქვეყნებში, დემოკრატიულ ცივილიზებულ სამყაროში... მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენისგან, ამიტომაა ყველაზე არა მკაცრი, რომ ფიზიკურ პირებს საქართველოში ჩვენი კანონპროექტი არ მოიცავს, დანარჩენთან, მათ შორის ფრანგულში, ამერიკულში, რუსულში ყველგან არის ფიზიკური პირი ობიექტი ამ კანონმდებლობისა, მხოლოდ ქართულში არ არის ფიზიკური პირი. რაც შეეხება დასახელებას, კიდევ უფრო მკაცრია როგორც რუსეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველა დანარჩენში მაგალითად ევროკავშირის დირექტივაში, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ მიღებულ კანონში და სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში დასათაურება იგივეა, სხვადასხვა სახელწოდებით, ზოგან ჰქვია „პრინციპალი“, „გავლენის წარმომადგენელი“ , „ინტერესების გამტარებელი“ და ა.შ. ისევე, როგორც ჩვენ ინიციატივაში. ამიტომ, ყველაზე დიდი განსხვავება რაც არის რუსულთან მათ შორის, არის სწორედ მეორე მუხლი“,- თქვა მდინარაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 10 აპრილს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „როდესაც ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომლის შესახებ შეშფოთება გამოხატა შენმა მეგობარმა, პარტნიორმა ქვეყნებმა, ხოლო შენმა ოკუპანტმა ის მოიწონა, ალბათ, უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ეს კარგი რამ და კარგი ნიშანი. რაც შეეხება კანონმდებლობის მსგავსებას ამერიკულთან, საერთოდ არ არის მსგავსი კანონი".
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)