14:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 14:25:09, 286 ნახვა

საზოგადოება
ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო

ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

დედაქალაქის მერის თქმით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შიდა და გარე პერიმეტრის განახლებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას.

„ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017-2018 წლებში განხორციელდა. გალავნის ერთი ნაწილი რეაბილიტირებულია, დარჩენილი ნაწილი კი ამ პროექტის ფარგლებში, სრულად მიწესრიგდება. განათება შეიცვლება, დაემატება საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღამის მინათება გამორთული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.  სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კი 2025 წელს არის დაგეგმილი.

ადგილზე, მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics