23:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 12:22:06, 400 ნახვა

სამართალი
შსს-მ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 2004 წელს დაბადებული ა.ე. და 2003 წელს დაბადებული ჯ.უ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯ.უ.-მ და ა.ე.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად შეიმუშავეს სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის გეგმა, კერძოდ: ა.ე. რომელიც დასაქმებული იყო სს „ნიკორა ტრეიდში“ მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე, იმახსოვრებდა სუპერმარკეტ „ნიკორას“ მომხმარებელთა პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს და შემდგომ აწვდიდა მათ ჯ.უ.-ს.

თავის მხრივ, ჯ.უ.-მ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ჩაწერა NIKORA SUPERMARKET-ის აპლიკაცია, სადაც სხვის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით არეგისტრირებდა ა.ე.-ს მიერ მიწოდებულ ამავე მაღაზიის მომხმარებლების პირად და დაგროვების ბარათის ნომრებს, რის შემდგომაც ჯ.უ. მიდიოდა სს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიებში და მოლარეების შეცდომაში შეყვანის გზით, ხარჯავდა მომხმარებელთა ბარათებზე დაგროვილ ქულებს. ქულების გახარჯვის შედეგად მიღებულ სარგებელს კი ინაწილებდა ა.ე.-სთან ერთად.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სს „ნიკორა ტრეიდს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics