|
2024-04-10 10:50:56, 733 ნახვა
რეგიონი
ქედის მერმა მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
დღეს, მუსლიმანური სამყარო რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, რომან დავითაძესთან და ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან, ავთო ჩხიკვაძესთან ერთად, მეძიბნის მეჩეთში მუსლიმ მრევლს შეხვდა, დღესასწაული მიულოცა და რწმენის სიმტკიცე, სიკეთე და მშვიდობა უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვა ქედაში ყველა მოქმედ მეჩეთში აღევლინა, რომელშიც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. რამადან ბაირამი სამი დღე გრძელდება, ამ დროს მუსლიმები ლოცვას აღავლენენ, საფლავებზე გადიან და მოწყალებას გასცემენ. ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაულს!
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)