2024-04-09 13:28:38, 342 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელი მზადაა ირანის ატომურ ობიექტებზე დარტყმისთვის, თუ ირანი დამასკოში, საკონსულოზე თავდასხმას უპასუხებს
ისრაელი მზადაა ირანის ატომურ ობიექტებზე დარტყმისთვის, თუ ირანი დამასკოში საკონსულოზე თავდასხმას უპასუხებს.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია დასავლეთის უსაფრთხოების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ისრაელი ბოლო დღეებში საჰაერო ძალების წვრთნებს შორ მანძილზე ატარებს და "მიზნად ისახავს ირანში იმ ობიექტების განადგურებას, რომლებიც შეიძლება ირანის ბირთვული ობიექტები იყოს".
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის 2 გენერალი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,