|
2024-04-09 09:27:06, 1392 ნახვა
სპეციალური ანონსი
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - დღეს მარში გაიმართება
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით, დღეს, 9 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება. მარში, რომლის ორგანიზატორებიც სამოქალაქო ორგანიზაციები არიან, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. "9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. გუშინ, 8 აპრილს კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა. გუშინვე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრა გამართა და როგორც მისი ადმინისტრაცია იტყობინება, "ელჩებთან რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები განიხილა". პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, უმაღლესი მთავარსარდალი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს დაადებს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)