|
2016-02-10 16:47:12, 1019 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო ბაზებზე გეგმური მონიტორინგი დაიწყო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე I მსუბუქ ქვეით ბრიგადას ესტუმრა. გენერალური შტაბის უფროსი ბრიგადაში არსებულ სიტუაციასა და და სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო გარემოს გაეცნო. „მინდა შემოვიარო ბრიგადები და ადგილზე გავეცნო საბრძოლო მომზადების მდგომარეობასა და არსებულ პრობლემებს. ამჟამად ვიმყოფები პირველ მსუბუქ ქვეით ბრიგადაში. ეს ის ბრიგადაა, რომელშიც ჩამოყალიბებულია ნატოს სწრაფი რეაგირების დანაყოფი. შენაერთის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დგას და ის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აკონტროლებს. თითოეული მებრძოლის მოტივაცია და მზადყოფნა ძალიან მაღალია. შენაერთი კვალიფიცირებული ოფიცრებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლის გადაწყვეტასაც მაქსიმალურად შევეცდებით“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო ნაწილებში არსებულ პრობლემებს გეგმური მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლის. მონიტორინგი საქართველოში არსებულ ყველა ბაზაზე ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)