10:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-07 18:04:46, 351 ნახვა

პოლიტიკა
ჩაკვეტაძე - სინამდვილეში, „ნაცებს“, მათ „ენჯეოებს“ და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ

სამშობლო რომ არ იყიდება - ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "სინამდვილეში, “ნაციონალურ მოძრაობას”, მასთან კავშირში მყოფ არასამთავრობოებსა და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული აინტერესებთ".

“სამშობლო რომ არ იყიდება - ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

თუ ვინმეს მოუნდება ევროპული თემატიკა შემოიტანოს, ძალიან კარგი, მაგრამ პლაკატებს ზედ კი ნუ გადააკრავენ - გვერდზე მიაკრან, მივესალმებით! მით უმეტეს ევროპულ ნარატივს!

სინამდვილეში, "ნაცებს", მათ "ენჯეოებს" და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ. ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც. 

თუ ასე არ არის, თავისი აზრი, პლაკატების სახით, გამოხატონ ისე, რომ სხვის პლაკატს ზემოდან კი არ გადააკრან, არამედ გვერდით გააკრან. 

თუ ასე იქნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ევროპულ თემატიკას, პირიქით, მივესალმებით. თუ მაინც გადააკრავენ, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ისინი ებრძვიან გამოხატვის ამ კონკრეტულ ფორმას!”- წერს ჩაკვეტაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics