|
2024-04-07 14:16:20, 380 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. "საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს შედიან: კახა კახიშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით მათიკაშვილი, თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირაკლი მეზურნიშვილი, უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ანტონ ობოლაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი; სოზარ სუბარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი. ვიზიტი 13 აპრილს დასრულდება",- ნათქვმია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)