10:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-07 12:57:09, 298 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - „ნაცების“ და „ნაცენჯეოებისთვის“ სიმართლის შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ - არგუმენტებით კი არა, „დარეპორტებით“ იბრძვიან შავი ფულისთვის

"ნაცების" და "ნაცენჯეოებისთვის" სიმართლის შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ - არგუმენტებით კი არა, "დარეპორტებით" და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით "სრული ისტერიაა".

"ნაცების" და "ნაცენჯეოებისთვის" სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად "არეპორტებენ" "ქარდებს" - დადებიდან სულ რამდენიმე წუთში.

არგუმენტებით კი არა, "დარეპორტებით" და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისთვის!

მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია... თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს. ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია. ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია! აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!"- წერს მდინარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics